LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტეხის გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

76
მეტეხის გვირაბი

16 აპრილის 21:00-დან 17 აპრილის 03:00 საათამდე, მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეტეხის გვირაბში შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მასშტაბურ გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებს იწყებს. დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი გაიწმინდება.

“სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის მიერ სანიაღვრე ჭები გაიწმინდება და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით, ქსელი გაირეცხება. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვლება.

ადგილზე მობილიზებული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა“, – აცხადებენ მერიაში.

პოპულალურები