„ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ტრაგედიის დღეებში შეგნებულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, მათ შორის ერთ-ერთი ტყუილი, რაც მან გაავრცელა იყო ის, რომ თითქოს ტბა იყო დაგუბებული და ეს ტბა მოწყდა მყინვარიდან“ - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეცნიერ თეა გოდოლაძის განცხადებას.
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში რაჭიდან, კერძოდ კი ონის მუნიციპალიტეტიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მდინარე ღარულას ჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა საფრთხის შემცველ გარემოში მიმდინარეობს.