LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცრება ხდება, ვინ გასცა აქ საბავშვო ბაღის მშენებლობის უფლება?! ღვარცოფული მდინარეა, ხედავთ რა შეუძლია…. მდინარის ჭალაში მშენებლობები უნდა მორჩეს“ – სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

262
თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში რაჭიდან, კერძოდ კი ონის მუნიციპალიტეტიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მდინარე ღარულას ჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა საფრთხის შემცველ გარემოში მიმდინარეობს.

როგორც სეისმოლოგი ამავე ვიდეოში ამბობს, მდინარის ჭალაში, რომლის რისკის შემცველი პოტენციალი საკმაოდ მაღალია, მშენებლობა დაუშვებელია. მისი თქმით, რეგიონებში, განსაკუთრებით კი, ბუნებრივი კატასტროფებისკენ მიდრეკილ მდებარეობებზე, მსგავსი ტიპის მშენებლობების ნებართვები უნდა აიკრძალოს:

„ეს ჭალა საკმაოდ დიდია, მთის მდინარეა და თავის ჭალა, ტერიტორია აქვს. ამ შენობას დააკვირდით, ეს არის საბავშვო ბაღი, რომელიც ჭალაში შენდება. აქ გაუკეთებიათ ნაპირსამაგრი სამუშაოები… რომ ნახოთ რამხელა მასალაა ჩამოტანილი, ქვაღორღი, რასაც უყურებთ მდინარის ჩამოტანილია და რამხელა პოტენციალი აქვს ღარულას, ხედავთ?!

წყალს ეს გაამაგრებს, თუ როგორ არის საქმე, გამაგებინეთ?! რავიცი, ბავშვების დაცვითი მექანიზმი მხოლოდ ესაა თუ ნავებიც უნდა ჰქონდეთ?! საოცრება ხდება, ვინ გასცა ამის მშენებლობის უფლება?! საბავშვო ბაღის ღარულაში, მდინარის ჭალაში?! ღვარცოფული მდინარეა, ხედავთ რა შეუძლია…. მდინარის ჭალაში მშენებლობები უნდა მორჩეს და ასეთი უპასუხისმგებლო პროექტების წარმოება და მით უმეტეს, ნებართვის გაცემა რეგიონებში.

მით უმეტეს, ასეთი ტიპის ბუნებრივი კატასტროფებისკენ მიდრეკილ რეგიონებში. წარმოუდგენელი რამაა“, – ამბობს თეა გოდოლაძე.

Posted by Tea Godoladze on Tuesday 9 July 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები