წულუკიანის შეფასებით, ასეთ საკითხებზე ყურადღება მეტად უნდა გამახვილდეს, რადგან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით რუმინეთში ხელმოწერილ ისტორიულ დოკუმენტს, საქართველოს გეოსტრატეგიული როლი უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს.
მინისტრის თქმით, მომავალ თაობებს ხელში უჭირავთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელზედაც წერია, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები რუსებმა აწამეს და მოკლეს და რომ ოკუპაცია მიმდინარეა.