„ეს არის უდიდესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის და ასეთ ამბებს ერთმანეთს უფრო აქტიურად უნდა ვულოცავდეთ და არ ვიყოთ დაკავებული მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს, მაგალითად, რომელიღაც ერთი ჭირვეული ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმარი დღეს რას მიირთმევს, რას – არა, იმკურნალებს თუ არა“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მიერ შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტზე ხელმოწერას გამოეხმაურა.
თეა წულუკიანის შეფასებით, ასეთ საკითხებზე ყურადღება მეტად უნდა გამახვილდეს, რადგან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით რუმინეთში ხელმოწერილ ისტორიულ დოკუმენტს, საქართველოს გეოსტრატეგიული როლი უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩვენს ქვეყანას ჰქონდა უპრეცედენტო მნიშვნელობის ისტორიული ვიზიტი. მინდა, მივულოცო ჩვენს ხალხს ეს წარმატება. ჩვენ ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით და სხვა პირველი პირთა, მეზობელი და მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით ევროკავშირის ფარგლებში ხელმოწერილი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელსაც კიდევ ერთხელ უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს საქართველოს გეოსტრატეგიული როლი და მნიშვნელობა. არა მხოლოდ რეგიონებს შორის დამაკავშირებელი ფუნქციის სახით, არამედ როგორც ევროპული დიდი სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის როლით.
„მომავლის საჯარო სამსახურის მშენებლობაში საჯარო მოხელეთა წვლილის დაფასება ხელისუფლების უპირობო პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მათი ხელფასების მატების პროცესი 2022 წლიდან დაიწყო და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერი: ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკური აღმშენებლობის მიმართულებებით
ეს არის უდიდესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის და ასეთ ამბებს ერთმანეთს უფრო აქტიურად უნდა ვულოცავდეთ და არ ვიყოთ დაკავებული მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს, მაგალითად, რომელიღაც ერთი ჭირვეული ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმარი დღეს რას მიირთმევს, რას – არა, იმკურნალებს თუ არა.
ჩვენი ხელისუფლება ვიდრე იქნება – და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება მშვიდობა და სტაბილურობა – ვიმუშავებთ იმაზე, როგორ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის როლი როგორც გეოპოლიტიკურად, ისე გეოსტრატეგიულად.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს.
აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს – ილჰამ ალიევი
