მისივე განმარტებით, ეს არ ეხება სიკვდილიანობის სტატისტიკას, რადგან არსებობს ვაქცინები და თერაპიული საშუალებები, რომელთაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით ძალიან ეფექტურ საშუალებად რჩება, ისინი სრულად ვერ აფერხებენ გადაცემას.
გებრეიესუსის თქმით, დაინფიცირების შემთხვევები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 100%-ით არის გაზრდილი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 78%-ით, ხოლო ევროპაში 65%-ით.