LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მწვავე ფაზა შესაძლოა, წელს დასრულდეს, თუ მოსახლეობის 70 პროცენტი აიცრება: ტედროს ადანომ გებრეიესუსი

246
ტედროს ადანომ გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „თუ მოსახლეობის 70 პროცენტი აიცრება, პანდემიის მწვავე ფაზა შესაძლოა, წელს დასრულდეს“. მისივე განმარტებით, პანდემიის დასრულება მოქალაქეებზე არის დამოკიდებული.

„ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ პანდემიის მწვავე ფაზა დასრულდება წელს, რა თქმა უნდა, ერთი პირობით, თუ წლის შუა პერიოდში, ივნის-ივლისში, ვაქცინაციის დონე 70 პროცენტს მიაღწევს. თუ ეს მოხდება, მწვავე ფაზა ნამდვილად შეიძლება დასრულდეს და სწორედ ამას ველოდებით. ეს ჩვენს ხელშია. ეს არ არის შემთხვევითობის საკითხი, ეს არჩევანის საკითხია“, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.