თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ამ ეტაპზე ზემო ალაზნის მაგისტრალური არხი იწმინდება.
ამ ეტაპზე ზემო ალაზნის მაგისტრალური არხი იწმინდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქალაქის ტერიტორიაზე, მდინარის კალაპოტმა ვერ უზრუნველყო ღვარცოფული ნაკადის სრული გატარება და გადავიდა მიმდებარე ტერიტორიაზე. ღვარცოფული მასის ძირითადი აკუმულირება თელავის ქვედა ნაწილში, ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდებარედ დაფიქსირდა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰექტრობით მსხმოიარე ვენახი წყალმა სრულად გაანადგურა და მოსავლის გარეშე დარჩნენ.