"როცა დღეში 2-3 ათასი ახალი შემთხვევა გვაქვს, იქ შეიძლება კლებისკენ წავიდეს ტენდენცია და შეიძლება მატებისკენაც წავიდეს. ამ ყბადაღებული მე-5 ტალღის დაწყებაც კი შეიძლება მოხდეს" - აცხადებს ცერცვაძე.
"დღიური აცრის მაჩვენებელი არის 3-4 ათასი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, რას ფიქრობენ მათი ოჯახის წევრები, ვისაც ასაკოვანი ადამიანები ჰყავთ და არ ცრიან? წირავენ სასიკვდილოდ" - ამბობს ცერცვაძე.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პრეპარატი ქვეყანაში ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა და მას ანტივირუსული და ანტიანთებითი ეფექტი გააჩნია, რაც პაციენტის დამძიმების რისკებს მკვეთრად შეამცირებს.