LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძე ეპიდვითარებაზე: სიტუაცია მართვადი, მაგრამ ფეთქებადსაშიშია

59
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვიტარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამჟამად სიტუაცია მართვადი, მაგრამ ფეთქებადსაშიშია.

ცერცვაძემ “რუსთავი 2-თან” საუბრის დროს განაცხადა, რომ ახლა, როგორც არასდროს, მოსახლეობის ქცევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

“სიტუაცია ამჟამად მართვადია, მაგრამ ფეთქებადსაშიშია. როცა დღეში 2-3 ათასი ახალი შემთხვევა გვაქვს, იქ შეიძლება კლებისკენ წავიდეს ტენდენცია და შეიძლება მატებისკენაც წავიდეს.

ამ ყბადაღებული მე-5 ტალღის დაწყებაც კი შეიძლება მოხდეს. ამიტომ ახლა როგორც არასდროს, უფრო მეტად ვიდრე მეოთხე ტალღის პიკის დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობის ქცევას”, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 2 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კიდევ გამოჯანმრთელდა 1 516 პაციენტი, გარდაიცვალა 24 ადამიანი.

რაც შეეხება ვაქცინაციის მიმდინარეობის სტატისტიკურ მაჩვენებლებს:

6 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 836 443 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 993 154 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.0%-ია.

სრულად ვაქცინირებულია 843 289 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.5 %-ია.

5 ოქტომბერს 9 075 ადამიანი აიცრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები