LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ტექნიკური გამართულობა

ტექნიკური გამართულობა

მძღოლობის კანდიდატმა უნდა იცოდეს მაგ.ზეთის გასინჯვა, მოხვევის მაჩვენებელი მუშაობს თუ არა გამართულად, საბურავი როგორი უნდა იყოს… ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე მძღოლია პასუხისმგებელი – ევროკავშირის ქვეყნებში მძღოლებმა ეს ყველაფერი იციან: დავით მესხიშვილი

„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილმა ისაუბრა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 1 სექტემბრიდან, მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, მძღოლობის კანდიდატებს მანქანის ტექნიკური გამართულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, მძღოლობის კანდიდატებს მანქანის ტექნიკური გამართულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ

ცვლილების თანახმად, მძღოლობის კანდიდატმა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხი ვიზუალური ჩვენებით უნდა გასცეს, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.