LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, მძღოლობის კანდიდატებს მანქანის ტექნიკური გამართულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ

123
მართვის მოწმობა

2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.

შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით (N598) არის გათვალისწინებული.

ცვლილების თანახმად, მძღოლობის კანდიდატმა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხი ვიზუალური ჩვენებით უნდა გასცეს, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.

„B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები