„ერთი კრიტიკა მაგ ციფრების გაგიგიათ? უბრალოდ, დღეს მოვისმინეთ „ნომინალური ციფრები“ - რაღაც ახალი ფრაზა მოიგონა [თინა ბოკუჩავამ]. რეალური ეკონომიკაა გაზრდილი და რა ნომინალური ციფრები? უბრალოდ, ხალხს ატყუებს.“
მისი თქმით, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და სენატორებთან, მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნებათ, რომ საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო კავშირის აღდგენა მოხდეს.
„ბოკუჩავა და მთლიანად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტრამპს და ორბანს მოიხსენიებდნენ, როგორც პუტინის მხარდამჭერებს და პუტინისტებს“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.