ავტომობილის მფლობელებს ვურჩევთ, ქვემოთ მოცემულ ბმულზე VIN კოდის შემოწმების შემდეგ დაუკავშირდნენ Toyota-ს მათთვის სასურველ ოფიციალურ დილერს. ყველა საჭირო შემოწმება და შესაბამისი სამუშაო ტოიოტას ოფიციალური დილერების ქსელში სრულიად უფასოდ ჩატარდება.
ვიდეორგოლის მთავარი გმირი მთამსვლელია – ადამიანი, რომელიც სხვის კვალს არ მიჰყვება და თავად ქმნის საკუთარ გზას. პარალელურად, კადრებში ჩნდება Toyota Land Cruiser Prado, რომელიც ისეთივე შეუჩერებელი და გამძლეა, როგორიც თავად გმირი.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსებული სამღებრო-სათუნუქე პირველია დასავლეთ საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ტოიოტას სტანდარტების მიხედვით მოემსახურება.