კაცი, რომელსაც მილიარდები აქვს ნაშოვნი, რატომ ჩაიგდებს თავს საფრთხეში, არ მესმის... თანაც სანქციები რომ დაუწესონ, ამის საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს?!, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია „გაუგებრობაა“, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „საკუთარ კეთილდღეობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა“. პოლიტოლოგი მმართველ გუნდს რიტორიკას უწუნებს და არ გამორიცხავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა სწორედ აღნიშნულს უკავშირდებოდეს.
"ქართული ოცნება" მუშაობს, რომ სააკაშვილი გატეხოს ფსიქოლოგიურად და მორალურად, თუ შერიგების პროცესში “ენმ" დააყენებს პირობებს, ბოლოს მაინც უკან დახევა მოუწევს, ამით მმართველი პარტია ხელს დაიბანს და იტყვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შერიგების პროცესი ჩაშალა"