LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარაშენიძე: ივანიშვილი ისეთი ფრთხილია, მგონი, 90-იან წლებში გადახდილი ქვითრები აქვს შენახული – ვიღაცამ “ბორენკა” რომ დაუძახა ამის გამო დაასანქცირებენ?

258
ბიძინა და თორნიკე
ბიძინა ივანიშვილმა რატომ უნდა დაისანქციროს თავი ამ ასაკში, როდესაც პენსიაზე გასვლას ფიქრობს? თუ რამეს აფუჭებს, კვალს შლის – ვიღაცამ „ბორენკა“ რომ დაუძახა ამის გამო დაასანქცირებენ?, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“  გადაცემაში ისაუბრა.

შარაშენიძე 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება 1 წელი ეძებდა მასზე კომპრომატს, თუმცა „კვალი არ დატოვა“.

15 კაციანი სიიდან 12 ქართველია – ვის სანქცირებას ითხოვს უკრაინა

„ივანიშვილს კარგად ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ სად და როგორ გადარჩა, როგორც ჩანს, ძალიან ფრთხილია. რატომ უნდა დაისანქციროს თავი ამ ასაკში, როდესაც პენსიაზე გასვლას ფიქრობს?

რატომ უნდა ჩაიდინოს ისეთი სისულელე, რომ ვიღაცას საბაბი მისცეს რომ სანქცია დაადონ? ისეთი ფრთხილია შარში არ ჩაიგდებდა თავს. მგონი, 90-იან წლებში გადახდილი ქვითრები აქვს შენახული. არ მგონია, რომ ასე მარტივად დასანქცირდეს. შვეიცარიის ბანკთან აშკარად იგებს პროცესს. არ ჩანს, რომ ღიად აქვს დარღვევა. თუ რამეს აფუჭებს, კვალს შლის. წლებია გვესმის, რომ არიქა, უნდა დასანქცირდეს. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება 1 წელი ეძებდა მასზე კომპრომატს. მაშინ კვალი არ დატოვა. ერთია სადღაც სიაში ჩასვეს, ფაქტი რა არის მის წინააღმდეგ? ვიღაცამ “ბორენკა” რომ დაუძახა ამის გამო დაასანქცირებენ?“- აღნიშნავს შარაშენიძე.

კობახიძე: არახამიას ვურჩევდი, პირდაპირ თქვას, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურს და ივანიშვილს ამიტომ აშანტაჟებს

გარდა ამისა, მან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მმართველ გუნდზეც ისაუბრა.

“სულ რევოლუციაზე საუბარი მმართველ პარტიას ხელში იმ არგუმენტს აძლევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა პოლარიზაციის დასრულება. იმუქრებიან, ქუჩაში გადიან და ხელისუფლების დამხობა უნდათ. ამაშია საქმე, მთავარი ოპოზიციური პარტია უნდა ჩამოყალიბდეს 2013 წლის დღის წესრიგით ცხოვრობენ, თუ შედიან ამ თამაშის წესებში. მათი რადიკალური განცხადებები ხელს აძლევს მმართველ პარტიას. რიგგარეშე არჩევნებით რის მიღწევას აპირებენ ყველამ იცის.

მმართველი პარტია ცდილობს იპოვოს ბალანსი ომის თავიდან აცილებასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის. ეს ბალანსი ხან ირღვევა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალური დღის წესრიგი აქვთ, რადგან ლიდერი ჰყავთ ციხეში.

მათი მომხრეების უმრავლესობა რადიკალურად არის განწყობილი, 2013 წლის დღის წესრიგით ცხოვრობს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ნიკა მელიაც იძულებულია გამოვიდეს და ანგარიში გაუწიოს ამ განწყობებს. უნდათ დუღილის ტემპერატურა ასწიონ, მხარდაჭერა რომ ჰქონდეთ რაღაც დონეზე. ეს ორი წამყვანი პარტია თავისი დღის წესრიგებიდან გამომდინარე რაღაც დონეზე ამ პერსპექტივას აზიანებს. არა მგონია, მრავალი წლით დაიხუროს ევროპა“, – აღნიშნავს შარაშენიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები