LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვ პირველი

კალაძე: ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის

„არ მაქვს მოლოდინი, რომ არხი შეცვლის პოლიტიკას და აღარ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რუპორი, მათი დაკვეთების შემსრულებელი, არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა“ - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

„საქმეს ყველა ზედა ინსტანციაში გავასაჩივრებთ, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც – დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ“: მაია მამულაშვილის ადვოკატი 

„რაც შეეხება დაკისრებული ვალდებულების აღსრულების ნაწილს, აღსრულება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სამივე ინსტანციის სასამართლოში წავაგებთ.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ჟურნალისტ მაია მამულაშვილს ადვოკატმა, მარი კაპანაძემ. 

ნოდარ მელაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: „ტვ პირველი“ ამ თანხას ვერ გადაიხდის

ველოდებით აღსრულების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად", - წერს მელაძე "ფეისბუკში".

სასამართლომ „ტვ პირველსა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

როგორც კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ „ფორტუნას“ განუცხადა, ტელევიზიას ასევე ვალდებულებად დაეკისრა იმ ცნობების უარყოფა, რომელიც ჟურნალისტმა მაია მამულაშვილმა კახა კალაძის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში გააჟღერა.