“16-ჯერ მიმართვის მიუხედავად, უწყებებმა ეფექტიანი ღონისძიებები არ გამოიყენეს” – თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება დააკისრა
"სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ორგანოები ვალდებულები არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის დედას, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანაც სახელმწიფომ თავიდან ვერ აიცილა, მორალური ზიანი აუნაზღაუროს" - აცხადებენ საიაში.
