„აღსანიშნავია კრიმინალების თავშეყრის ადგილი სადაც ვინმე „მერცხალას“ სახელს ახსენებდნენ და ამომრჩევლების მიმართ შანტაჟის და მუქარის შემცველი რეპლიკებით გამოირჩეოდნენ“, - აცხადებს ნონიაშვილი.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ავტომობილიდან სპეციალური სიების მიხედვით ბენზინის ტალონებს არიგებდნენ.