LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან – ვითარება პოლიციამ განმუხტა

74
Screenshot 2021-10-02 at 15.35.52

ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. მე-19 საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ავტომობილიდან სპეციალური სიების მიხედვით ბენზინის ტალონებს არიგებდნენ.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს  პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციაც. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს, დაპირისპირებული მხარეები კი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

პოპულალურები