პოლიტიკა სანამ მიშას ებრძვის, ბიძინა სულ მოიგებს. სააკაშვილი ბიძინას იარაღია ხალხის წინააღმდეგ და რაც უფრო მეტად შეეზილება მას დანარჩენი ოპოზიცია, მით მეტად იგებენ ქოცები: იაგო ხვიჩია 31 ოქტომბერი, 2021 იაგო ხვიჩია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეხმიანება, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკმაყოფილება გამოიწვია.
პოლიტიკა თუ თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც არჩევნების გამყალბებლებს გულშემატკივრობენ, გაყალბებული არჩევნების შედეგებს ულოცავენ და ხარობენ, ისინიც არიან ქურდბაცაცები: გიორგი მშვენიერაძე 31 ოქტომბერი, 2021 მისივე განცხადებით, ასეთ ადამიანებს ისე უნდა მოექცნენ, როგორც ქურდბაცაცებს და ისინიც არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ.
პოლიტიკა არჩევნების მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე: ISFED-ის დირექტორი 31 ოქტომბერი, 2021 „არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა“, - აცხადებს ნინო დოლიძე.
პოლიტიკა ჩემი დაჟინებული თხოვნაა, ბოიკოტი! – თუ ახლა გავჩუმდებით, ივანიშვილი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში და მოგვევლინოს ბერას და უტას სახით… ამას ვერ შევეგუებით: ნინო ბურჯანაძე 31 ოქტომბერი, 2021 ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი უნდა გამოაცხადოს, რადგან ოპოზიციის პარლამენტში შესვლამ, კიდევ უფრო გაათავხედა „ქართული ოცნება“.
პოლიტიკა ვულოცავ „ქართული ოცნების” ყველა კანდიდატს, ვინც გამარჯვება მოიპოვა და წარმატებას ვუსურვებ: დავით ზალკალიანი 31 ოქტომბერი, 2021 მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანს აღმშენებლობის პროცესის შეუქცევადად გაგრძელება წარმოადგენს, რომელიც მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში უნდა გაგრძელდეს.