„სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება“.
აბაშიძე ხსნის საბრძოლო სპორტული თამაშის - „აირსოფტის“ შინაარსს და წერს, რომ დაკავებული ბლოგერის სახლიდან ამოღებული იარაღის უმეტესი ნაწილი, ნამდვილ იარაღთან მიმსგავსებული სათამაშოს ნაწილია, ხოლო დანარჩენი ორი კი მასზე რეგისტრირებული.