„ამ ადამიანზე ამბავი ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი”- ირაკლი ღარიბაშვილი უჩა აბაშიძეზე
„მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ეს ადამიანი თუ ამას ჩადიოდა, გარდა იმისა, რომ ეს ავადმყოფობაა და საშინელებაა, არის დასჯადი ქმედება"- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბლოგერ უჩა აბაშიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
