უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
ყოველგვარი სარკაზმის გარეშე - შესაბამის სტრუქტურებს გთხოვთ, გაააქტიუროთ ცხელი ხაზი. ფოტო-ვიდეო მასალა მოგვიანებით იქნება", - წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ უკანონო ბორდერიზაციის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს.