LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანდიდატის სტატუსი საქართველოში რუსეთის პროპაგანდას შეაფერხებს: მაჭარაშვილი

84
გურამ მაჭარაშვილი

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ უკანონო ბორდერიზაციის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებით საქართველოში რუსეთის პროპაგანდა შეფერხდება.

“მე არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ნაწილი და ეს პროცესი, სამწუხაროდ, არ არის შეჩერებული. ამ დროს, სწორედ საჭიროა ევროკავშირს თამამი გადაწყვეტილება. კანდიდატის სტატუსის მონიჭებით შეფერხდება რუსეთის პროპაგანდა საქართველოში,”-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

რუსი ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ოპოზიციაშიც ეხმაურებიან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობას.

“ბორდერიზაციის პროცესი არ გაჩერდება, არასწორია “ქართული ოცნების” პოზიცია, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი და ყველაფერი დალაგდება, რუსეთი გაღიზიანების  გამო კი არ მოქმედებს, რუსები ამას აკეთებენ მისი ბუნებიდან გამომდინარე, ისინი არიან მტაცებლები და ვერ ეგუებიან თავისუფალი სუვერენული საქართველოს არსებობას,”-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები