"პრემიერის განცხადება, რომელიც ოქტომბრის შემდგომ გამოცხადებულ დევნის და რეპრესიების ქრონიკებს მიემართება, ავტომატურად ჯდება ავტორიტარული მმართველის განცხადებებში" - აცხადებს ნაცვლიშვილი.
"ეს ფაქტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უხეში ხელყოფაა და ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიური განვითარების შესაძლებლობებს" - აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
"არ ვიცი, ჩემს შესახებ ჩანაწერებში არის თუ არა რაიმე. თუ არის და ვინმემ თუ ნახეთ, მომაწოდეთ. მე მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით" - წერს იურისტი.
"ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების წარმოება და ავთენტურობის დადგენა. ეს არის დანაშაული, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ ქვეყანაში ადამიანებს უსმენენ" - აცხადებს ნინო დოლიძე.