"მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ Starlink-ის სისტემების კიდევ ერთ პარტიას განადგურებული ქალაქებისთვის. ასევე ვისაუბრეთ შესაძლო კოსმოსურ პროექტებზე და უკრაინაში ვიზიტზე" - წერს ზელენსკი.
"მადლობელი ვართ ურსულა ფონ დერ ლაიენის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამო - ევროპაში ჩასული უკრაინელებისთვის ევროკავშირში დაუყოვნებლივი ბინადრობის უფლების მინიჭებისთვის" - წერს ზელენსკი.
როგორც უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ შეტევით ოპერაციას ავიაციის გამოყენებით აგრძელებენ და მაღალი სიზუსტის იარაღს იყენებენ.
"რაც უნდა გააკეთოს ვლადიმერ პუტინმა, შეუძლია კიდევ ასობით ბომბი დაგვაყაროს თავზე, ეს არ შეცვლის უკრაინელი ხალხის არჩევანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით" - ამბობს დმიტრო კულება.