LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფრთხოების სფეროში დახმარება, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – ბაიდენსა და ზელენსკის შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა

201
1

უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერში” წერს, მან ამერიკელ კოლეგასთან უსაფრთხოების, ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების  გაგრძელების საკითხები განიხილა:

“მიმდინარე დიალოგის ფარგლებში მორიგი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან. განვიხილეთ უსაფრთხოების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელების საკითხები”, – აღნიშნულია ზელენსკის “ტვიტში”.

დიალოგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც:

“მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში დახმარების, ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების საკითხები განიხილეს.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აძლიერებს დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში და ასევე გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული სიტუაციის გამო.

ის ასევე მიესალმა Visa-სა და Mastercard-ის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუშაობის შეჩერების შესახებ”, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Visa და Mastercard-ი რუსეთში ოპერირებას წყვეტენ

CNN: ბორის ჯონსონი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას წარადგენს

ვიდეო: ომის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: