LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა-რუსეთის ომი

როგორ შეუძლიათ ახლა იძინონ პარტნიორებმა, რომლებსაც ჯერ არ გადაუციათ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავები? მაშინ, როცა დაბომბვის დროს ბავშვები სარდაფებში სხედან: კულება

"ჩვენი თვითმფრინავები გმირულად იცავენ ცას, მაგრამ რუსეთს უპირატესობა აქვს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება ახლავე. გააკეთეთ ეს" - აღნიშნულია კულებას "ტვიტში".

მტრის სამხედრო კოლონა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ დაიძრა: ენერგოდარის მერი

"ქალაქში ისმის ძლიერი სროლები, რომელიც ისმის სწორედ ელექტროსადგურის მხრიდან" - წერს დიმიტრი ორლოვი "ტელეგრამზე".

ხერსონში, რუსების მიერ სატელევიზიო ანძის დაკავების შემდეგ, დაიწყო პროპაგანდისტული ვიდეოების გაშვება რუსული გახმოვანებით, იყავით ფხიზლად! – უკრაინის ხელისუფლების მიმართვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებები ადგილობრივ ტელეარხებზე რუსულად, დამახინჯებულად და არასწორი ინტერპრეტაციით ითარგმნება.

უკრაინელ ლტოლვილებს ევროკავშირში სამი წლით ცხოვრების უფლება ექნებათ

მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავდასხმა დაიწყო, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის 875 000 უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

სანამ პუტინი უდანაშაულო უკრაინელებზე ბარბაროსულ თავდასხმას განაგრძობს, მაქსიმალურ ეკონომიკურ ტკივილს მივაყენებთ მას და მის საომარ მანქანას: ბორის ჯონსონი

"დღეს საღამოს ჩვენ სანქციები დავაწესეთ კრემლის თანამოაზრეების - ალიშერ უსმანოვისა და იგორ შუვალოვისთვის" - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.