LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა-რუსეთის ომი

უკრაინელი აბონენტები რუსეთში დარეკვას ვეღარ შეძლებენ

უკრაინის სახელმწიფო კომუნიკაციების სამსახურის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება რუსეთში ან ბელარუსში ოპერატიული ინფორმაციის გადინების გამოსარიცხადაც მიიღეს.

ზელენსკი: მინდა მივმართო მსოფლიოს ამ შესანიშნავ ხალხს – ეს მხარდაჭერა არ შესუსტდეს, ეს უკრაინას ძალიან ეხმარება

"ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო გაერთიანდა, სამწუხაროა, რომ ამ ფასად" - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი: 16 ათასი უცხოელი მოხალისიდან პირველი ნაკადი უკვე ჩამოდის უკრაინის დასაცავად

"უკრაინა ყოველ დღე იღებს იარაღს ჩვენი პარტნიორებისგან, ნამდვილი მეგობრებისგან, ყოველდღიურად ვიღებთ სულ უფრო მეტ ძლევამოსილ იარაღს", - განაცხადა ზელენსკიმ.

32-წლიანი მაუწყებლობის შემდეგ, “ეხო მასკვის” ხელმძღვანელობამ მოსკოვში რადიოს დახურვა გადაწყვიტა

გადაწყვეტილება ხელმძღვანელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთში რადიოს მაუწყებლობა გაუთიშეს და ვებსაიტი დაუბლოკეს, პროკურატურის განცხადებით, მიზეზი უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" შესახებ განზრახ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელება იყო.

მტრის მორალური განწყობა უარესდება, სულ უფრო მეტი დამპყრობელი გარბის რუსეთში – ზელენსკის მორიგი მიმართვა

"არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია. ეს ჩვენთვის სამამულო ომია და ჩვენ ვიცით, თუ როგორ დასრულდება ის მოწინააღმდეგისთვის. ჩვენი არმია ყველაფერს აკეთებს, რომ მტერი მთლიანად გატეხოს", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.