აღნიშნული განცხადება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 30- წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება და აცხადებს, რომ „ასეთი განცხადებები ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას“.