მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებდა, რომ საომარ მდგომარეობას უკრაინა ხუთ დღესაც ვერ გაუძლებდა, თუმცა დაღუპული გმირების წყალობით, ერთიანობისა და თავისუფალი ცხოვრების სურვილის წყალობით უკრაინელები კვლავ იბრძვიან.
„უბრალოდ მინდოდა, რომ გცოდნოდათ ეს ბიჭები და მათი სახეები. მადლობა მათ იმ თავგანწირვისთვის, რაც ჩაიდინეს.“– წერს ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ლევან ფიფია.
„ჩვენ გავიხსენებთ თითოეული გმირის ვაჟკაცურ ღვაწლს! ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ მტერს ჩვენი ხალხის ტანჯვას! მარადიული დიდება გმირებს!“ – წერს უკრაინული მედია 23 წლის გმირ სამხედროზე.