LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველ გამარჯვებას მოჰყვება მომენტები, როცა ყველა უკრაინელს უნდა ემოციების დაცლა და მწარედ ტირილი“ – 23 წლის გმირი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც მოკავშირეების გადასარჩენად, დონბასში ბოლო წუთამდე იბრძოდა

190
რომან რუსნიკი

„ყოველ გამარჯვებას მოჰყვება მომენტები, როცა ყველა უკრაინელს უნდა ემოციების დაცლა და მწარედ ტირილი. მტრის მიერ გამოწვეული ყველა სიკვდილისთვის. ყველა დაბომბილი სახლისთვის. ყველაფრისთვის, რასაც ბავშვები ხედავენ“, – წერს უკრაინული მედია და საზოგადოებას 23 წლის გარდაცვლილი, გმირი სამხედროს რომან რუსნიკის ისტორიას უზიარებს.

როგორც მედია წერს, რომან რუსნიკი 23 წლის იყო. ის სახანძრო დამხმარე ასეულის გამოცდილი მეთაური იყო, რადგან დონბასის ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძოდა.

„დახურული მატარებლით წინ და უკან გვატარებდნენ – იარაღი ისე მოგვცეს, რომ არაფერი ვიცოდით მისი დანიშნულების შესახებ“ – დონბასიდან გატაცებული წვევამდელი იხსენებს, როგორ იტაცებენ მამაკაცებს რუსები ოკუპირებული ტერიტორიებიდან 

რუსი დამპყრობლები დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკაში ძალების მობილიზაციის გაძლიერებას განაგრძობენ – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს, სადაც ოკუპანტების მიერ გატაცებული დონბასის მოქალაქე ჰყვება, როგორ იტაცებენ მოქალაქეებს რუსი ოკუპანტები. 

ყველამ იცის – ის ყოველთვის იცავდა მიწას. მარტში რომანმა და მისმა მოკავშირეებმა, ლუგანსკის რეგიონში დამპყრობლებისგან ქალაქი კრემენნაია დაიცვა. მთელი რიგი გამარჯვებების შემდეგ, როცა მტერმა ძალების გაზრდა და წინსვლა დაიწყო, რომანმა მოკავშირეების გადასარჩენად, ტერიტორიიდან მათი გასვლის ბრძანება გასცა, თავად კი მათ იცავდა და უკან ბოლო წუთამდე არ დაუხევია.

რომან რუსნიკს სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.

„ჩვენ გავიხსენებთ თითოეული გმირის ვაჟკაცურ ღვაწლს! ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ მტერს ჩვენი ხალხის ტანჯვას! მარადიული დიდება გმირებს!“. – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსმა დამპყრობლებმა, დონბასში ქალაქი კრემენნაია დაიკავეს.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები