LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დახურული მატარებლით წინ და უკან გვატარებდნენ – იარაღი ისე მოგვცეს, რომ არაფერი ვიცოდით მისი დანიშნულების შესახებ“ – დონბასიდან გატაცებული წვევამდელი იხსენებს, როგორ იტაცებენ მამაკაცებს რუსები ოკუპირებული ტერიტორიებიდან 

345
დონბასელი წვევამდელი

რუსი დამპყრობლები დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკაში ძალების მობილიზაციის გაძლიერებას განაგრძობენ – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს, სადაც ოკუპანტების მიერ გატაცებული დონბასის მოქალაქე ჰყვება, როგორ იტაცებენ მოქალაქეებს რუსი ოკუპანტები. 

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, „რეკრუტებს“ უმარკო ფორმას აცმევენ, ყველა საბუთს ართმევენ და ფრონტის ხაზზე აგზავნიან. ამასთან, მამაკაცებს ქუჩაში იჭერენ, სამსახურებიდან გამოჰყავთ, ბინიდან ასახლებენ და უბრალოდ ავტობუსებიდან ჩამოჰყავთ, ხოლო იმისთვის, რომ არსად არ გაიქცნენ, დახურულ რკინიგზის ვაგონებით ატარებენ.

დონბასიდან გატაცებული მოქალაქე იხსენებს, როგორ გაიტაცეს რუსებმა დონბასიდან.

„ჯერ ევაკუაცია დაიწყო, შემდეგ ბლოკადაში მოქცევა, არც ერთ მამაკაცს არ უშვებდნენ, დაიწყო მობილიზაცია. ადამიანები ქუჩებიდან, სამსახურებიდან, ავტობუსებიდან და საკუთარი სახლებიდან გამოჰყავდათ. წინ და უკან გვატარებდნენ, დახურული მატარებლით, არავითარი გასასვლელი და ა.შ, თითქმის 2 დღე-ღამეზე მეტი ასე გავატარეთ.

არავითარი სამხედრო აღჭურვილობა, არავითარი სამხედრო ბილეთი. არაფერი არ მოუციათ… ამის შემდეგ ჯავშანჟილეტი მოგვცეს, კითხვის დასმის შემდეგ კი, რისთვის იყო ეს საჭირო, განმარტება ისევ არ მოუციათ – არავითარი დავალება, არავითარი ინფორმაცია. ჩაფხუტები, იარაღი, ვაზნები ისე მოგვცეს, რომ არაფერი მისი დანიშნულების შესახებ არ ვიცოდით, გზა გავაგრძელეთ, თუმცა სად წავედით, არც ეს ვიცოდით.“ – იხსენებს დონბასიდან გატაცებული მოქალაქე.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები