LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონეცკის გარეუბანში მდებარე ბაზარზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა

146
People remove debris at a food market following, what local Russian-installed authorities say, was a Ukrainian military strike in the course of Russia-Ukraine conflict in Donetsk, Russian-controlled Ukraine, January 21, 2024. REUTERS/Alexander Ermochenko

უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ დონეცკის გარეუბანში მდებარე ბაზარზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

დროებით ოკუპირებული ქალაქის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. მერი, ალექსეი კულემზინი იუწყება, რომ უკრაინელმა ძალებმა ხალხმრავალი ტერიტორია დაბომბეს, სადაც მაღაზიები და ბაზარია განთავსებული.

უკრაინულ მხარეს მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები