LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

161
Capture

ქართული ლეგიონის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

“აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

დიდება გმირებს!”, – წერია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ომს უკრაინაში სულ 58 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები