"რაც შეეხება პროექტს და მის ფორმულირებას, კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ ამ რეზოლუციის მიმართ ფართო მხარდაჭერა იქნება", - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.
სამნიძის თქმით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ორაზროვანი არ უნდა იყოს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მართალი უნდა იყოს, როგორც საკუთარ მოქალაქეებთან, ისე უკრაინასთანაც.