LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის საკითხები, რაზეც ეროვნული, ომის არდაშვების ინტერესიდან უნდა გამოხვიდე და შექმნილი დოკუმენტი პროვოკაციული რიტორიკისგან დაცალო: მდინარაძე

79
მამუკა მდინარაძე

“ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ჩემი სიტყვები გადააკეთა და მოიტყუა, თითქოს, ვთქვი, დოკუმენტი უნდა მოეწონოს რუსეთს. სინამდვილეში ვთქვი, რომ რეზოლუცია ისეთი უნდა იყოს, ყველა დროში ყველასთან მართალი ვიყოთ”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ  მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“თქვენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს” – სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, კომიტეტმა უმრავლესობის რეზოლუციას რუსეთის ხსენების გარეშე დაუჭირა მხარი

მდინარაძის თქმით, არის საკითხები, რომელზეც ეროვნული ინტერესებიდან, ომის არდაშვების ინტერესიდან უნდა გამოხვიდე და შექმნილი დოკუმენტი პროვოკაციული რიტორიკისგან დაცალო:

“ოპონენტებს შევახსენებ, როგორც კი რეზოლუციას ვახსენებ, მათ მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია მახსენდება, როცა მხარი დაუჭირეს იმას, თითქოს, 2008 წლის აგვისტოში ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი. ამაზე პასუხი გაქვთ? კერძოდ, 2008 წლის ჩანაწერზე, თითქოს, ქართველმა სამხედროებმა ომი დაიწყეს?

2018 წლამდე, არავის ჰქონდა წარმოდგენა, რომ ასეთი ამბავი მომხდარი იყო და რეზოლუციას ასე დაუჭირეს მხარი. რომელიმე თქვენგანმა იცოდით, ეს ამბავი 2018 წლამდე? რეზოლუციის პროექტში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ წერია, სუვერენიტეტის, ომის არდაშვების ინტერესის შესახებ? მოცემულ სიტუაციაში რეზოლუციის შინაარსი არის ყველაზე ოპტიმალური და სწორი პოზიცია სამომავლოდ იმისთვის, რომ ყველასთან მართალი ვიყოთ.

სხვათა შორის, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ჩემი სიტყვები გადააკეთა და მოიტყუა, თითქოს, ვთქვი, დოკუმენტი უნდა მოეწონოს რუსეთს. სინამდვილეში ვთქვი, რომ რეზოლუცია ისეთი უნდა იყოს, ყველა დროში ყველასთან მართალი ვიყოთ, შიგნით, თუ გარეთ.

ანუ, რეზოლუციის ტექსტი დაცლილი უნდა იყოს ყოველგვარი პროვოკაციული რიტორიკისგან, რათა მართალი იყო საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან. ასევე ისეთი მოცემულობა უნდა იყოს, რაც უდავოა და საერთაშორისო თვალსაზრისით ვერავინ შეგედავება.

მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაგისახელებთ. იმას მივაღწიეთ, მართლები რომ ვიყავით ოკუპანტ ქვეყანასთან, სასამართლო პროცესი მოვიგეთ. ჩემს ნათქვამს – ყველასთან მართალი უნდა ვიყოთ, მოწონებად რომ გადათარგმნი, ე.ი. გინდა, ხალხი მოატყუო.

არის საკითხები, რომელზეც ეროვნული ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე, სიღრმეებში აღარ უნდა წახვიდე, გამოხვიდე ომის არდაშვების ინტერესიდან და შექმნილი დოკუმენტი დაცალო პროვოკაციული რიტორიკისგან. თუ ამ ორი ინტერესის თანხვედრიდან შეიძლება, გამოვიდეს ტექსტი, შეიძლება მხოლოდ ის გამოვიდეს, რაც ჩვენ გვაქვს და დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი და პრიმიტიული სპეკულაცია, რასაც არ უნდა ავყვეთ”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს დაუჭირა მხარი.

რეზოლუციის პროექტს მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაუჭირეს – კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებია 79-ჯერ, არა ერთხელ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არამედ 79-ჯერ: ბოკუჩავა

მდინარაძე: ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი, რომ ვერცერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ვერ მოგვედავება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები