LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

ჯაფარიძე: სწორი რეზოლუცია იქნება ის, სადაც ნახსენები იქნება, რომ ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების საფრთხის წყარო რუსეთია

"კვლავ ვხედავთ მცდელობას, რუსეთის ფედერაცია თითქოს გაყვანილი იყოს ამ პრობლემებიდან და ტექსტში დარჩეს ზოგადი საუბარი ვითარების ესკალაციასა და დაძაბულობაზე" - ამბობს ჯაფარიძე.

არის საკითხები, რაზეც ეროვნული, ომის არდაშვების ინტერესიდან უნდა გამოხვიდე და შექმნილი დოკუმენტი პროვოკაციული რიტორიკისგან დაცალო: მდინარაძე

"ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ჩემი სიტყვები გადააკეთა, თითქოს, ვთქვი, დოკუმენტი უნდა მოეწონოს რუსეთს. სინამდვილეში ვთქვი, რომ რეზოლუცია ისეთი უნდა იყოს, ყველა დროში ყველასთან მართალი ვიყოთ, შიგნით, თუ გარეთ" - ამბობს მდინარაძე.

“ოპონენტებს ვთხოვ, ან რეგლამენტს გაეცნონ კარგად, ან საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ” – სამხარაძე განმარტავს, რატომ არ ეყარა კენჭი ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას

"ალტერნატიული წინადადება კომიტეტის სხდომის დაწყებამდე უნდა იყოს დარეგისტრირებული და უნდა ჰქონდეს კომიტეტის ყველა წევრს. ეს ასე არ მომხდარა", - აცხადებს სამხარაძე.

“თქვენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს” – სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, კომიტეტმა უმრავლესობის რეზოლუციას რუსეთის ხსენების გარეშე დაუჭირა მხარი

კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებია 79-ჯერ, არა ერთხელ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არამედ 79-ჯერ: ბოკუჩავა

"მაინტერესებს, ბატონი სვენ მიქსერი, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციის თანაინიციატორია, სადაც რუსეთი 79-ჯერ არის ნახსენები, ომის რიტორიკის ინიციატორია?", - ამბობს ბოკუჩავა.