როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიგრაციული სამსახურიდან დოკუმენტების მიღების შემდეგ უკრაინის მოქალაქეობას სხვა უცხოელებიც მიიღებენ, ვინც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს იცავდა.
„მე არ მჭირდება თანამდებობები და პრეფერენციები, მაგრამ თქვენ როგორც კონსტიტუციის გარანტორს, გაქვთ საშუალება, დაიცვათ ჩემი უფლებები და აღადგინოთ სამართლიანობა“, – წერს სააკაშვილი.