როგორც ლაიენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომლებსაც უკრაინა მიმდინარე ომის პარალელურად ახორციელებს.
„ამიტომ ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის გზა გამონახოს“ - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.