LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაცია

რატიანი: ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს, რათა იმ კატასტროფამდე არ მივიდეთ, რაც სახეზეა არავაქცინირებულ პაციენტებში

"მე, როგორც ექიმი, არავის ვუსურვებ, კოვიდი დაემართოს, როდესაც ვაქცინა არსებობს", - აცხადებს რატიანი.

ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი: ღარიბაშვილი

"სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევაა. ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, მე როგორც პრემიერ-მინისტრი, უზრუნველვყოფ, რომ ყველას ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება" - აცხადებს პრემიერი.

პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ

"დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 453 ადამიანი აიცრა

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 048 619 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.9 %. სრულად ვაქცინირებულია 952 248 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.3%.