LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაცია

ნიუ-იორკი პირველი ქალაქია აშშ-ში, სადაც რესტორნებსა და სპორტულ დარბაზებში კოვიდპასპორტს მოითხოვენ

ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ გუშინ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან ერი ებრძვის ახალ გამოწვევას - "დელტა" შტამს, რომელიც სწრაფად ვრცელდება. 

სახალხო დამცველი პოლიტიკოსებს მოუწოდებს წინასაარჩევნო პერიოდში აცრების მხარდამჭერი კამპანიაც აწარმოონ

ნინო ლომჯარია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, პროცესში თავიანთი აქტივისტები და ოფისებიც ჩართონ, ასევე ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ წაახალისოს მოქალაქეები და დაეხმარონ მათ რეგისტრაციაში.

გუშინ 3 000-მდე ადამიანი აცრაზე არ გამოცხადდა, მიზეზებს ვსწავლობთ, არის ეჭვი, რომ გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის და შემდეგ აუქმებს: გამყრელიძე

გამყრელიძის თქმით, ინციდენტობის, დადებითობის, სიკვდილიანობის მაჩვენებელი - არის იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში ღონისძიებები მაქსიმალურად გამკაცრდეს.

აცრის შემდეგ რეალური ანაფილაქსია იყო სულ 4 შემთხვევაში, დანარჩენი იყო უბრალოდ ნერვულ ნიადაგზე: იმნაძე

დღევანდელი მონაცემებით, სრულად აცრილია 165 084 ადამიანი, ერთი დოზით აცრილია 358 382 პირი. დღიურად აცრილთა რიცხვი 16 677-ია.

ვინც ეკლესიას ენდობა – ეკლესიამ უნდა მოუწოდოს ვაქცინაციისკენ, ექიმებს ვინც ენდობა – ექიმებმა… ექიმები, რომლებიც არ არიან აცრილები საფრთხეს წარმოადგენენ პაციენტებისთვის: აკაკი ზოიძე

„აქტიური ექიმები, რომლებიც არ არიან აცრილები საფრთხეს წარმოადგენენ პაციენტებისთვის, რადგან არღვევენ ჰიპოკრატეს ფიცის ძირითად ნაწილს - „არ ავნო“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.