არსებობს პროექტი, დიზაინი როგორი იქნება „ვარკეთილის“ მეტროს სადგური. მას შემდეგ რაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია დავიწყებთ სამუშაოებს, - აცხადებს თბილისის მერი.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეტროსადგურის მდგრადობის შესწავლა დასრულებულია, უკვე არსებობს რეაბილიტაციის პროექტი და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.