როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ელემენტარული ჭეშმარიტებების დასანახად, პრობლემის შესახებ მაინც და მაინც ვენეციის კომისიამ უნდა გვითხრას.
„დემოკრატიული კანონშემოქმედება არ არის ფორმალური ცნება. ვენეციის კომისია ყოველთვის კრიტიკულად არის განწყობილი მნიშვნელოვანი მარეგულირებელი აქტების ნაჩქარევად მიღებასთან დაკავშირებით“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
პაპუაშვილის განმარტებით, საარჩევნო რეფორმა სამი ტიპის ტექნოლოგიურ სიახლეს – სახის ამომცნობ პროგრამას, შტრიხკოდირებულ ბიულეტენებსა და მაღალი რეზოლუციის მქონე კამერის ქვეშ ხმების დათვლას მოიცავს.