LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ზურაბიშვილის ვეტოზე

44
გიორგი მსხილაძე

ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ, პრინციპულად რა სჭირდება ქვეყანას დღეს – აქ ვეტოს დაძლევასა და ხმების რაოდენობაზე არ უნდა იყოს საუბარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განუცხადა.

როგორც მსხილაძემ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ეს ზღვარი არ უნდა დაიკარგოს.

მსხილაძის თქმით, პრეზიდენტმა ვეტოს უფლება სწორედ ამიტომ გამოიყენა.

ხატია დეკანოიძე: „ქართული ოცნება“ 12 პუნქტის შესრულებას არ აპირებს – ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს არაფრად აგდებს

საპარლამენტო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო ვეტოს გულისთვის კი არა, პოლიტიკური მოტივებით დაადო კანონს.

“ამაში სწორედ ის იგულისხმებოდა, რაც ვენეციის კომისიამაც განსაზღვრა – კანონის მიღების დროს არ იყო საკმარისი განხილვა, არ იყო საკმარისი ინკლუზიურობა, არ იყვნენ ჩართული შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები და კანონი ნაჩქარევად მიიღეს.” – აღნიშნავს გიორგი მსხილაძე.

მისი თქმით ამ ყველაფერს ვენეციის კომისიამ სამართლებრივი მხარეც დაამატა – “კანონით მიყურადების ვადა ხანგრძლივდება, ასევე ადამიანმა საერთოდ შეიძლება ვერ გაიგოს, რომ მას უსმენდნენ და ასე შემდეგ…”

“დიდი იმედი მაქვს, უმრავლესობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს კარგად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია მმართველი გუნდის მიერ ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ მიღებულ კანონს ნაჩქარევად მიღებულს უწოდებს და პარლამენტს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო.

არგუმენტი, რის გამოც შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მოსმენებთან დაკავშირებით ინიციატივა დასაწუნია, წარმოდგენილი არ არის, ვეტო პოლიტიკურად ნაკარნახევა და დაიძლევა: მიხეილ სარჯველაძე

პოპულალურები