LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“ – რა წერია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში

68
უსათაურო დიზაინი (1)

მოსმენების კანონპროექტთან და „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში“ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია გადაუდებელი მოსაზრებას აქვეყნებს. 

როგორც კომისიის „ტვიტშია“ აღნიშნული, საუბარია კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2022 წლის 7 ივნისს და მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

„კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“, – აღნიშნულია „ტვიტში“.

თავად ანგარიშში კი ვკითხულობთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოსაზრება სთხოვა მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარეს,  „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებზე.

„2021 წლის 27 დეკემბერს უმრავლესობის (ქართული ოცნების) ექვსმა დეპუტატმა შემოიღო ცვლილებები, რომლებიც შემდეგ მიღებული იქნა პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს. ეს ნიშნავს, რომ 2021 წლის შესწორებები მიღებულ იქნა 2021 წლის ბოლოს, საახალწლო დღესასწაულების წინ, პროცესი გაგრძელდა
მხოლოდ ოთხი დღე.

პარლამენტის სესიის დასრულებამ შეუძლებელი გახადა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ცვლილებების ეფექტის განხილვის შესახებ…

დემოკრატიული კანონშემოქმედება არ არის ფორმალური ცნება. ვენეციის კომისია ყოველთვის კრიტიკულად არის განწყობილი მნიშვნელოვანი მარეგულირებელი აქტების ნაჩქარევად მიღებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ დოკუმენტში. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები