პროკურატურა ვიოლეტა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.
მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურანტი ექიმები გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე კლინიკა „იმედიდან“ 2021 წლის 1-ელ ივლისს, შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის გამო გაათავისუფლეს.