უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, დღეს მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას ისეთი მეგობარი ჰყავდეს, როგორიც საქართველოა და ფიქრობს, რომ საქართველოში იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ტაშს დაუკრავენ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ შევიდეს დესტაბილიზაციის ზონაში, განსაკუთრებით, საშინაო საკითხებში. რომ საქართველომ არ დაუშვას დემოკრატიული დაცემა და იზოლაცია" - ამბობს იუშჩენკო.