LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუშჩენკო – დამწუხრებული ვარ ქართველი ერისა და მიშას გამო – მესმის, რომ ეს ეპიზოდია, ამას გადავიტანთ

159
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2023-01-26T225945.235

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში  განაცხადა, რომ „დამწუხრებულია ქართველი ერისა და მიშას [მიხეილ სააკაშვილის] გამო“

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, დღეს მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას ისეთი მეგობარი ჰყავდეს, როგორიც საქართველოა და ფიქრობს, რომ საქართველოში იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ტაშს დაუკრავენ.

“დღეს ისე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის აღმოსავლეთში ისეთი მეგობარი გვყავდეს, როგორც საქართველო – არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნები, არა მხოლოდ პოლონელები, ან ჩეხები, ან ბრიტანელები. რადგან ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის ხმა ვართ… ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც. მესმის, რომ ეს ეპიზოდია, მესმის, რომ ამას გადავიტანთ და იქნება ისეთი საქართველო, რომელზედაც ვოცნებობთ და ხელისუფლებაც იქ ისეთი იქნება, რომ ჩვენ ტაშს დავუკრავთ, მაგრამ დღეისთვის სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ… მე არ შემიძლია ბევრ ასეთ თუნდაც ადამიანურ მომენტზე კომენტარის გაკეთება. მე არ მესმის”, – თქვა იუშჩენკომ.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2007 წელს იმჟამინდელი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იარაღის გადაცემის თხოვნას გამოეხმაურა და საქართველოს გადასცა “ყველა შეიარაღება, რისი გადაცემაც შესაძლებელი იყო მოთხოვნილიდან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები